ქართული

იზრუნე კომფორტზე
თავისუფალ ადგილზე ზრუნვა მიანდე Electrolux PerfectCare

Electrolux PerfectCare Collection-მა მიიღო IF Design 2018 ჯილდო

დაზოგე სივრცის 43%-მდე

ეს სარეცხი მანქანა დაზოგავს სივრცის დაახლოებით 43%, ჰარმონიულად შეერწყმება ინტერიერს და მშვენივრად იზრუნებს შენს ტანსაცმელზე. სულ რაღაც 34 სმ სიღრმის მანქანა 4 კგ-მდე სარეცხის რეცხვაში დაგეხმარება.

ახალი სარეცხი მანქანა Slim PerfectCare უზრუნველყოფს ტანსაცმლის მოვლის და ადგილის ეკონომიის უკომპრომისო შედეგს. ვიწრო და ელეგანტური მანქანა განსაკუთრებულად იზრუნებს შენს ტანსაცმელზე.

დატოვე ადგილი სტილისთვის

Electrolux-ის შემაერთებელი ელემენტი საშუალებას მოგცემთ გაათავისუფლოთ სივრცე უამრავი რამისთვის. იგი აადვილებს სარეცხის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესს და ითვალისწინებს სარეცხ მანქანაზე საშრობის დამონტაჟებას.

DUALCARE

სისტემა DualCare აერთიანებს რეცხვისა და შრობის საუკეთესო ტექნოლოგიებს. შენ აღარ დაგჭირდება ხელით რეცხვა და გაფენისას ტანსაცმლის გასწორებაზე ზრუნვა.

ყველანაირი სარეცხისთვის, მათ შორის შალისა და დელიკატური ქსოვილებისთვის, ცალკე პროგრამა არსებობს, რაც საშუალებას გაძლევთ მშვიდად გარეცხოთ და გააშროთ თქვენი საყვარელი ტანისამოსი. საყვარელი ნივთების მოვლის სრულ ციკლს ახლა უკვე ერთი მანქანა უზრუნველყოფს, თან ისე, რომ დიდ ადგილსაც არ იკავებს.

სად ვიყიდოთ
SENSICARE

რეცხვის პროცესის კონტროლის თანამედროვე სისტემა SensiCare რეცხვის დროის კორექტირებას ახდენს, რაც ქსოვილს დეფორმაციისგან იცავს. მისი დამსახურებით, შენი ტანსაცმელი ახალივით ორჯერ უფრო დიდხანს გამოიყურება.

სისტემა SensiCare მანქანაში მოთავსებული სარეცხის რაოდენობის მიხედვით ცვლის ციკლის ხანგრძლივობას. ამ ტექნოლგიის უნიკალურობა იმაშია, რომ იგი რესურსების (დრო, ელექტროენერგია, წყალი) ხარჯვის ოპტიმიზაციის დამატებით შესაძლებლობებს იძლევა, რაც ნებისმიერი რაოდენობის სარეცხის შემთხვევაში საუკეთესო შედეგს აღწევს.

IF DESIGN AWARD 2018

ყოველწლიური პრესტიჟული პრემია IF Design Award, 1954 წელს დაარსდა. იგი აფასებს საუკეთესო დიზაინს ისეთ დისციპლინებში, როგორებიცაა - პროდუქტი, შეფუთვა, შიდა არქიტექტურა, პროფესიული კონცეფცია.

Electrolux PerfectCare Collection-მა მიიღო IF Design 2018 ჯილდო, ვიზუალური პანელის მკაფიო ტექსტისთვის, ნათელი ინტერფეისისა და ერგონომიური პროგრამერისთვის.

TIMEMANAGER

ფუნქცია Timemanager, მოგცემთ რეცხვის ხანგრძლივობის რეგულირების საშუალებას, თან ისე, რომ აღარ იფიქროთ ელექტროენერგიის დამატებითი ხარჯის შესახებ. მანქანა თავად აკონტროლებს რეცხვის სრულ ციკლს და მაქსიმალური ეფექტიანობის პირობებში, ელექტროენერგიის მინიმალურ დანახარჯს უზრუნველყოფს.

ამუშავე სარეცხი მანქანა შენი საკუთარი გრაფიკის მიხედვით და გადადე რეცხვის დაწყება იმ დრომდე, რომელიც გაწყობს. რეცხვის დროს ყველაზე ხშირ პრობლემად, ე.წ. დავიწყებული სარეცხი ითვლება. დამატებითი ფუნქციების დამსახურებით, შენ შეგიძლია დაამატო დარჩენილი ნივთები რეცხვის დაწყებით ეტაპზე, სანამ წყალი სარეცხი მანქანის კარს მიაღწევს.